loader

უცნობი ვიდეო ჯონ კენედის საოჯახო არქივიდან, რომელიც მკვლელობამდე 4 თვით ადრე გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნობი ვიდეო ჯონ კენედის საოჯახო არქივიდან, რომელიც მკვლელობამდე 4 თვით ადრე გადაიღეს

ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკამ, ახლახანს საჯარო გახადა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი, 15-წუთიანი უხმო ფილმი, რომელიც აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის და მისი ოჯახის საზაფხულო დასვენებას ასახავს.

ვიდეოზე, რომელიც 1963 წელსაა გადაღებული, ასახულია როგორ ერთობა პრეზიდენტი შვილებთან ერთად, მათთან ერთად ცურავს, იახტით სეირნობს მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში, თამაშობს გოლფს. კადრებში ჩანან პრეზიდენტის მეუღლე ჟაკლინ კენედი და პატარა შვილები კაროლინი და უმცროსი ჯონი.

საოჯახო ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, ზუსტად ოთხ თვეში 1963 წლის ნოემბერში ჯონ ფიცჯერალდ კენედი მოკლეს.