loader

25 წლის გოგონა ალიგატორებთან ერთად დაცურავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

25 წლის გოგონა ალიგატორებთან ერთად დაცურავს

25 წლის ფლორიდელი ქალი ეშლი ლოურენსი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ბრაკონიერების ხაფანგებისგან ალიგატორები გადაარჩინა, მათთან საერთო ენა გამონახა.

ეშლი ალიგატორებს ბრაკონიერთა ხაფანგებისგან ათავისუფლებს. ეს მისი პროფესიაა. ცოტა ხნის წინ ლოურენსი ჯგუფ Gator Boys-ში გაწევრიანდა. ამ ჯგუფის წევრები რეგულარულად დადიან ალიგატორებით დასახლებულ ადგილებში და რეპტილიებს ეხმარებიან. ეშლი ამ ჯგუფის ერთადერთი მდედრობითი სქესის წევრია.

ლოურენსი ადვილად უმკლავდება 5-მეტრიან ალიგატორებს. ბრაკონიერების ხაფანგებისგან გამოხსნილი ყველა ნიანგი სპეციალურ ფერმაში გადაჰყავთ, სადაც Gator Boys-ის წევრები წარმოდგენებს მართავენ.

ამ შოუების დროს ეშლი თავისუფლად დაცურავს აუზში მოზრდილ ალიგატორებთან ერთად და მათთან ფოტოებს ისე იღებს, თითქოს შინაური ცხოველები იყვნენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე