loader

"ქუჩის ბიჭების" დაბრუნება 7-წლიანი პაუზის შემდეგ - კონცერტი ბათუმის პიაცაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქუჩის ბიჭების" დაბრუნება 7-წლიანი პაუზის შემდეგ - კონცერტი ბათუმის პიაცაზე

რამდენიმე წლის წინ "ქუჩის ბიჭები" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი იყო ქართულ შოუბიზნესში. ოთხი ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი განსაკუთრებით თინეიჯერ გოგონებს მოსწონდათ. მერე "ქუჩის ბიჭები" დაიშალა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბედის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა, მეორემ - პოლიტიკაში სცადა ბედი, ფეხბურთის ბიზნესშიც ჩაერთო...

7-წლიანი პაუზის შემდეგ "ქუჩის ბიჭები" ძველი შემადგენლობით დაუბრუნდნენ სცენას. 20-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად ბიჭებმა ბათუმში გრანდიოზული კონცერტი გამართეს. 1 აგვისტოს, ბათუმის პიაცაზე ჯგუფი ძველი და ახალი სიმღერებით, ორსაათიანი რეპერტუარით წარსდგა ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი "ქუჩის ბიჭების" კონცერტზე ბათუმში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე