loader

საკონცერტო დარბაზი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონცერტო დარბაზი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში

გაგრის რაიონში, დაბა ბიჭვინთაში X-XI საუკუნეებით დათარიღებული ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს. ბიჭვინთის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა ანდრია მოციქულის სახელს უკავშირდება, რომელმაც ახ. წ. I საუკუნეში, აქ ქრისტიანობა იქადაგა და საყდარიც ააგო. დღევანდელი გუმბათოვანი ტაძარი X-XI საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ნიმუშს წარმოადგენს. XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, შეიცვალა ტაძრის გუმბათის ფორმა, შელესეს და შეათეთრეს ფასადები. XX საუკუნის 60-იან წლებში გიორგი ჩუბინაშვილის რეკომენდაციით ტაძარში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები და ტაძარს ნაწილობრივ დაუბრუნდა თავდაპირველი სახე.

დღესდღეობით ბიჭვინთის მონასტერი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დაქვემდებარებაშია და ქართველ მომლოცველებს და სასულიერო პირებს არ ეძლევათ საშუალება მოილოცონ ისტორიული ტაძარი. არ აღევლინება წირვა-ლოცვა, მეტიც უზარმაზარ სივრცეში საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ორგანი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში 1975 წლის ნოემბერში დაამონტაჟეს. როგორც რუსული ტურისტული საიტები იუწყებიან, ტაძარში რეგულარულად ეწყობა საორგანო და კამერული მუსიკის კონცერტები. ბილეთის ღირებულება კი 200-350 (15-30 ლარი) რუბლის ფარგლებში მერყეობს.

სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე: "სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს უწმინდესი და ნახოს საკონცერტო დარბაზად ქცეული ბიჭვინთის მონასტერი"

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე