loader

Happy Birthday Mr. president - ბარაკ ობამას სიტყვა სიმღერით გააწყვეტინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Happy Birthday Mr. president - ბარაკ ობამას სიტყვა სიმღერით გააწყვეტინეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას არიზონას შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს, ერთ-ერთმა დამსწრემ სიტყვა შეაწყვეტინა და ყველას გასაგონად, სიტყვებით Happy Birthday Mr. president დაგვიანებით მიულოცა დაბადების დღე.

"პირველ მერცხალს" მალე მთელი დარბაზი აჰყვა და ყველამ ერთად პრეზიდენტს სიმღერით მიულოცა დაბადების დღე.

ბარაკ ობამა 4 აგვისტოს 52 წლის გახდა. ის მეორე პრეზიდენტია, ვისაც საჯარო მილოცვის პატივი ხვდა წილად. პირველად და ყველაზე განსხვავებულად ეს მსახიობმა მერილინ მონრომ 1962 წლის 19 მაისს გააკეთა. სექსსიმბოლომ პრეზიდენტ ჯონ კენედის 45-ე დაბადების დღე სიმღერით მიულოცა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე