loader

სმარტფონებისთვის "ტრუსები" შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმარტფონებისთვის "ტრუსები" შექმნეს

სმარტფონებისთვის უამრავი დამცავი შალითა გამოიგონეს, თუმცა იაპონელებმა ინოვაციით ყველას აჯობეს - მათ სმარტფონებისთვის სპეციალური ტრუსები შექმნეს.

სმარტფონებისთვის განკუთვნილ ტრუსებს pantsu ჰქვია. ის დაზიანებისგან ტელეფონის ქვედა ნაწილს იცავს. პიკანტური აქსესუარის მწარმოებელმა გადაწყვიტა ბაზრისთვის დიდი არჩევანი შეეთავაზებინა - მსურველებს სმარტფონის ფერადი, ყვავილებიანი და მულტიპლიკაციური გმირებით გაფორმებული ტრუსების ყიდვა შეუძლიათ. აქსესუარის ფასი 2 დოლარია.

"თუ არ გსურთ, თქვენი სმარტფონი საზოგადოებაში "გააშიშვლოთ", უყიდეთ მას საცვლები. თქვენ ხომ გიყვართ თქვენი ტელეფონი და არ გსურთ, მან პიროვნული ღირსების გრძნობა დაკარგოს" - ასეთია საცვლების სარეკლამო დევიზი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე