loader

ვენეცია - "ტურისტული მექა" წელიწადის ოთხივე სეზონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენეცია - "ტურისტული მექა" წელიწადის ოთხივე სეზონზე

ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ჭაობიან ლაგუნაში მდებარე ქალაქი ვენეცია, რომელსაც მეტსახელად არხების ქალაქსაც უწოდებენ, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს, რომლებიც ხიდებით უკავშირდებიან ერთმანეთს. ვენეცია ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქრ.შ-მდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.

თანამედროვე ვენეცია, არამარტო იტალიის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან "ტურისტულ მექად" ითლება. დამთვალიერებლები არხებში გონდოლებით სეირნობის გარდა, ძირითადად წმინდა მარკოზის ტაძრით და საფლავით, ვენეციური ნიღბების მაღაზიებით, სუვენირების დახლებით, წმინდა მიქელეს კუნძულზე მდებარე სასაფლაოთი, კუნძულ მურანოზე ვენეციური შუშის წარმოებით და კუნძულ ბურანოთი ინტერესდებიან.

ვენეციას წელიწადის ოთხივე სეზონზე მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ქალაქი ტურისტებისთვის არც ღამითაა უინტერესო, რესტორნები, კაფეები და პიცერიები 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

ასევე იხილეთ:

ერთი დღე ვენეციაში - ულამაზესი ვიდეო "წყლის ქალაქზე"

"ნიდერლანდების ვენეცია" - გითჰორნი, სოფელი გზების გარეშე