loader

რეალითი შოუ "Хочу в ВИА Гру" - რას აკეთებენ გოგონები სკანდალურ ჯგუფში მოსახვედრად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეალითი შოუ "Хочу в ВИА Гру" - რას აკეთებენ გოგონები სკანდალურ ჯგუფში მოსახვედრად

შემოდგომაზე უკრაინაში სკანდალური რეალითი შოუს გადაღებები იწყება. კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე სკანდალურად ცნობილი ჯგუფისთვის "ახალ სისხლს" ეძებს. შოუში "Хочу в ВИА Гру" ახალგაზრდა ლამაზმანები საუკეთესო სამეულში მოსახვედრად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კონკურსანტ გოგონებს ყველაზე ცნობილი "ვიაგრელები" გაწვრთნიან: ალბინა ჯანაბაევა, ანა სედოკოვა, ნადეჟდა გრანოვსკაია. ხოლო უკრაინელი სექსსიმბოლო ვერა ბრეჟნევა შოუს წამყვანად მოგვევლინება.

მუსიკალური რეალითი შოუს კასტინგი დეკემბერში ჩატარდა და მან დიდი რეზონანსი გამოიწვია უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის მასშტაბით. ათასობით კონკურსანტიდან 24 საუკეთესო შეირჩა, მათ შორის, "მის საქართველო 2011" ჟანეტ ქერდიყოშვილი, რომელიც რეალითი შოუში დანარჩენ 23 გოგოსთან ერთად იბრძოლებს საუკეთესო სამეულში მოსახვედრად.

ცოტა ხნის წინ ტელეშოუ "Хочу в ВИА Гру"-ს პირველი სარეკლამო რგოლი გავრცელდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, ტელემაყურებელს წინ საინტერესო სანახაობა ელის: სექსუალური და თამამი კონკურსანტები, დრამები და ინტრიგები - ყველაფერი ის, რაც რეალურ შოუებს ახასიათებს.

ასევე იხილეთ:

როგორ არჩევდნენ გოგონებს ჯგუფ "ვიაგრასთვის" - კადრები ქასთინგიდან

ვერა ბრეჟნევას "კარგი დღე" აქვს - სექსუალური კოვბოის იმიჯით ახალ კლიპში

"ვია გრა"-ს ყოფილი სოლისტის კლიპი ზედმეტი სექსუალურობის გამო აკრძალეს (+18)