loader

ვილა ტარანტო - ჩრდილოეთ იტალიის მიწიერი სამოთხე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვილა ტარანტო - ჩრდილოეთ იტალიის მიწიერი სამოთხე

ჩრდილოეთ იტალიაში, პიამონტეს რეგიონში, ტბა მაჯორეს ყურეში 12 ქალაქი და 5 კუნძული მდებარეობს. იტალიის ეს მხარე გამორჩეულია ლამაზი ხედებით, ტბებითა და ტყეებით.

ყველა დასახლებულ პუნქტს თავისი ბოტანიკური ბაღი აქვს. გამონაკლისი არც ვერბანიაა, სადაც ვილა ტარანტო მდებარეობს, ანუ ტარანტოების სგვარეულო მამული თავისი ვილით. ვილაში დღესაც ტარანტოების შთამომავლები ცხოვრობენ. ბოტანიკური ბაღის გაშენება კი გასული საუკუნის დასაწყისში დაუწყიათ. ჩამოსული ტურისტები აქ მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებს ნახავენ.

ბოტანიკურ ბაღში ტარანტოების სამლოცველო, შადრევნები, ორანჟერეა, ჩრდილოეთ იტალიისთვის დამახასიათებელი ჭა, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების ხეივნები და ყვავილების კორომებია გაშენებული, რომელთა მოვლასა და გამრავლებაზე არაერთი ბოტანიკოსი ზრუნავს.

იხილეთ: ვენეცია - "ტურისტული მექა" წელიწადის ოთხივე სეზონზე