loader

მანქანაში სექსის მოყვარულებისთვის სპეციალურ ავტოფარეხებს ხსნიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანქანაში სექსის მოყვარულებისთვის სპეციალურ ავტოფარეხებს ხსნიან

შვეიცარიაში, საგანგებოდ სექსუალური მომსახურებისთვის, სპეციალურ ავტოფარეხებს აშენებენ. საქმე ისაა, რომ შვეიცარიაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ციურიხის მერიაში ხშირად შედიოდა შეწუხებული მოქალაქეების საჩივრები, რომლებიც ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებში წყვილების სექსუალური აქტის მომსწრენი ხდებოდნენ.

საჩივრების გათვალისწინებით, ქალაქის მუნიციპალიტეტმა გარეუბანში საგანგებო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც მანქანის მძღოლები თავიანთ თანამგზავრებთან გართობას მოწმეების გარეშე შეძლებენ. ავტოფარეხებთან ერთად კომპლექსში არის საშხაპეები და სასადილო. ქალებს აქვე შეუძლიათ, ფსიქოლოგის და გინეკოლოგის მომსახურებით ისარგებლონ.