loader

საოცარი სანახაობა - ირმების ჯოგი იაპონიის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საოცარი სანახაობა - ირმების ჯოგი იაპონიის ქუჩებში

იაპონური ქალაქი ნარა დედამიწაზე ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც ირმები - ტყის ეს მფრთხალი არსებები - ადამიანების გვერდიგვერდ სეირნობენ ქუჩებში. ეს უჩვეულო ბინადრები ქალაქში უამრავ ტურისტს იზიდავენ და არც ცხოველები უკადრისობენ ადამიანებისგან მოწოდებულ სასუსნავს. უფრო მეტიც, ხანდახან ისინი რესტორნებისა და კაფეების ღია ვერანდებსაც სტუმრობენ და, როგორც ნარას სრულუფლებიანი ბატონ-პატრონები, დაუკითხავად იღებენ მაგიდებიდან იმ კონტრიბუციას, რაც თვალში მოუვათ. თუ ოდესმე ირმებით დასახლებულ ნარაში აღმოჩნდებით, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა არც სცადოთ, თუნდაც თვალსა და ხელს შუა აგაცალონ სადილი, რადგან ირმები აქ წმინდა ცხოველებად ითვლებიან.