loader

ყველაზე იაფი ქორწილი - შოტლანდიელ წყვილს შეუღლება 1 ფუნტი დაუჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე იაფი ქორწილი - შოტლანდიელ წყვილს შეუღლება 1 ფუნტი დაუჯდა

შოტლანდიელი წყვილის, ჯორჯიანა პორტეუსისა და სიდ ინესის ქორწილში ყველაფერი იყო: თეთრი კაბა, საქორწინო ბეჭედი, სასიამოვნო მუსიკა, ბარბექიუ-წვეულება, კარგი ხარისხის ღვინო და სტუმრები. თუმცა ეს ყველაფერი 1 გირვანქა სტერლინგი, ანუ 2,58 ლარი დაჯდა.

ქორწილს 70 სტუმარი ესწრებოდა. ცერემონია წყვილის კოტეჯში გაიმართა. კოტეჯი პატარძლის მეგობრებმა სადღესასწაულოდ ფარნებით, მინდვრის ყვავილებითა და ბაფთებით მორთეს. პატარძალს 1960 წელს შეკერილი კაბა ეცვა. მან საქორწილო კაბა ადგილობრივი ვებსაიტიდან გამოიწერა - ვებგვერდზე ადგილობრივები იმ ნივთების ნუსხას აქვეყნებენ, რომლებიც აღარ სჭირდებათ; მსურველი მითითებულ მისამართზე რეკავს და ნივთი უფასოდ მიაქვს.

ჯორჯიანას დედა ეკლესიის მრევლის წარმომადგენელია და ჯვრისწერაც უფასოდ გაიმართა. საქორწილო ბეჭდები ირმის რქისგან სიძემ დაამზადა. ფოტოგრაფი წყვილის მეგობარია და შესაბამისად, უანგაროდ იმუშავა. სტუმრებმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინეს და წვეულებაზე კერძები და ტკბილეული სახლიდან მიიტანეს. გემრიელი საქორწილო ტორტი პატარძლის დეიდამ გამოაცხო. სტუმრები მთელი ღამე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე