loader

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ცრემლისმომგვრელი ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ცრემლისმომგვრელი ვიდეო

ვიდეოში ასახული გულისამაჩუყებელი ისტორია, ამერიკელი ექიმის ჰოვარდ კელის ნამდვილი ამბავია. ვიდეოს შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ სიკეთის კეთება და გაცემა - ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა.

ჰოვარდ კელი ღარიბი ბიჭუნა იყო, რომელიც კარდაკარ მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს. ერთ დღესაც, როცა სახლის კარები მშვენიერმა თანატოლმა გოგონამ გაუღო, ბიჭს შერცხვა და მხოლოდ წყალი ითხოვა მისგან. გოგონა მიხვდა, რომ ბიჭი მშიერი იყო და მას ერთი ჭიქა რძე გამოუტანა კართან...

წლების შემდეგ, ახალგაზრდა ქალი მძიმე დაავადებით მოხვდა საავადმყოფოში. მრავალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ავადმყოფი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გინეკოლოგთან, დოქტორ ჰოვარდ კელისთან გადაამისამართეს... ექიმმა დანახვისთანავე იცნო სარეცელზე მწოლიარე ქალი - გოგონა თავისი ბავშვობიდან და მტკიცედ გადაწყვიტა გადაერჩინა იგი.

ხანგრძლივმა და ძვირადღირებულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო - ქალი გადარჩა. საავადმყოფოს ხარჯების ფურცლის მიღების შემდეგ, გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა გაოცება ვერ დამალა. მასზე რამდენიმე სიტყვა ეწერა: "ყველაფერი გადახდილია ერთი ჭიქა რძით"...