loader

ქართველმა მომღერალმა რუსული Voice-ს ჟიურის ოთხივე წევრი გააგიჟა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა მომღერალმა რუსული Voice-ს ჟიურის ოთხივე წევრი გააგიჟა

რუსეთში Voice-ს ახალი, მეორე სეზონის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. 13 სექტემბერს, რიგით მეორე ლაივ შოუზე, ჟიურის წინაშე პირველი ქართველი მომღერალი ნოდარ რევია წარსდგა. მან Prince-ის ცნობილი ჰიტი Kiss შესანიშნავად შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა.

პირველივე ნოტებზე ნოდარს მომღერალი პელაგეა მოუბრუნდა, მას დიმა ბილანი და ლეონიდ აგუტინი მოყვნენ. ბოლოს გრადსკიმაც დააჭირა ღილაკს ხელი. რევიამ ჟიურისგან დადებითი შეფასებები მიიღო. განსაკუთრებულად პელაგეა აქტიურობდა და ყველანაირად ცდილობდა საკუთარ გუნდში აეყვანა ნიჭიერი კონკურსანტი. ქართველმა მომღერალმა მას გული არ დაწყვიტა და სწორედ პელაგეა აირჩია ხელმძღვანელად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პელაგეას გუნდში ორი ქართველი მომღერალი იყო - აჩი ფურცელაძე და ანრი გოგნიაშვილი.

ნოდარ რევია 21 წლისაა, დაიბადა საქართველოში, თუმცა, დიდი ხანია ცხოვრობს მოსკოვში. მან 2012 წელს უკრაინულ X Factor-შიც მიიღო მონაწილეობა.

ასევე იხილეთ:

ნოდარ რევია - ქართველი მონაწილე უკრაინულ X Factor-ში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე