loader

ქალი, რომლის ისტორიაც თამბაქოს შეგაძულებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალი, რომლის ისტორიაც თამბაქოს შეგაძულებთ

ტერი ჰოლმა სიგარეტი პირველად 17 წლის ასაკში გასინჯა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში დაახლოებით 2 კოლოფს ეწეოდა. 40 წლის ასაკში ტერის ყელის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, რის გამოც ხორხის ამოჭრა გახდა საჭირო. მას შემდეგ ტერი გარშემომყოფებს მხოლოდ სპეციალური აპარატის მეშვეობით ეკონტაქტებოდა. "ჩემს შვილიშვილს არასდროს მოუსმენია ჩემი ნამდვილი ხმა - სინანულით ამბობდა ქალი 11 წლის ბიჭუნაზე. - მე აღარც კი მახსოვს, როგორი იყო ჩემი ხმა".

ჰოლი საკუთარი შემაძრწუნებელი ისტორიით, თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი სახე გახდა. ტერი რამდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.