loader

დედამიწაზე კოსმოსიდან ცოცხალი ორგანიზმები შემოიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედამიწაზე კოსმოსიდან ცოცხალი ორგანიზმები შემოიჭრნენ

დიდ ბრიტანეთში, შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დედამიწის ატმოსფეროში პაწაწინა კოსმოსური ორგანიზმები აღმოაჩინეს. მიკროსკოპული მწერები გასულ თვეს პერსეიდების მეტეორების წვიმის დროს ატმოსფეროში გამოკვლევისთვის გაგზავნილ საჰაერო ბუშტზე იპოვეს.
"თუ კოსმოსიდან სიცოცხლის ახალი ფორმების შემოდინება გაგრძელდება, მაშინ ბიოლოგიასა და ევოლუციაზე ჩვენი შეხედულებების მთლიანად შეცვლა და ახალი სახელმძღვანელოების დაწერა მოგვიწევს". - ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი უეინ რაითი.