loader

რა სურთ მშობლებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სურთ მშობლებს?

რა სურთ მშობლებს? ჯანმრთელი, წარმატებული შვილები, რომლებითაც სხვებთან თავს მოიწონებენ? ემოციური ჩინური სარეკლამო რგოლი, ოთხ მოხუც დედაზეა, რომლებიც სადილობის დროს თავიანთი შვილების წარმატებებზე საუბრობენ. ერთი ამაყობს, რომ მისი ქალიშვილი ცნობილ ფირმაში ადვოკატია, მეორე თავისი ექიმი შვილით ტრაბახობს, რომელიც თითო ოპერაციაში 20 ათასამდე ფუნტს იღებს ლონდონში...

ჩუმად მხოლოდ ერთი მოხუცია, რომელსაც მეგობრები მიუბრუნდებიან და ეკითხებიან: "შენს შვილზე რას გვეტყვი ენგ?" "ჩემი შვილი? ჩემი შვილი ძალიან კეთილია. სადაც კი მიდის, სურს ყველგან თან წამიყვანოს. აი, ახლაც აქაა".

ვიდეოს დასასრულს ჩანს მამაკაცი, რომელიც ოჯახთან ერთად დედას მოხუცებულთა თავშესაფარში აკითხავს და სასეირნოდ მიჰყავს...

"ოჯახის სიყვარული ყველაზე დიდი წყალობაა ცხოვრებაში" - ვკითხულობთ რეკლამის ბოლოს.


ასევე იხილეთ:

ეს ვიდეო გულს გაგითბობთ - ემოციური სარეკლამო რგოლი ოჯახზე

"საუკუნის მამა" - კაცი, რომელიც უნარშეზღუდულ შვილს 51 წელია ხელით ატარებს