loader

41 წლის სიღნაღელი მომღერლის ტრიუმფი რუსული Voice-ის შესარჩევ ტურში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

41 წლის სიღნაღელი მომღერლის ტრიუმფი რუსული Voice-ის შესარჩევ ტურში

20 სექტემბერს რუსული"Voice"-ის ბრმა კასტინგზე კიდევ ორი ქართველი კონკურსანტი გამოჩნდა: გელა გურალია და ეთერ ბერიაშვილი.

ეთერ ბერიაშვილმა სცენაზე გამოჩენისთანავე ენერგიულობით და პოზიტიური მუხტით მოხიბლა დამსწრე საზოგადოება. მან ფრანგული კომპოზიცია "Tico, Tico" შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრის ყურადღება მიიქცია. ეთერს პირველი ალექსანდრ გრადსკი შემოუბრუნდა, მას პელაგეა, ბილანი და აგუტინიც მიყვნენ. ქართველმა მომღერალმა ჟიურის თითოეული წევრი თბილი სიტყვებით შეაფასა და საბოლოო არჩევანი ლეონიდ აგუტინზე შეაჩერა.

ეთერ ბერიაშვილი რუსეთში ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის, თუმცა, აქვს საკუთარი მუსიკალური სტილი და პროფესიულ დონეზე მღერის, მათ შორის ცნობილ რუს შემსრულებლებთან ერთად. მარტში ეთერი ანდრეი მაკარევიჩთან ერთად სტუმრობდა საქართველოს და მის კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ასევე იხილეთ:

ქართველმა მომღერალმა რუსული Voice-ს ჟიურის ოთხივე წევრი გააგიჟა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე