loader

ყველაზე მოკლე და "საუკეთესო" სამადლობელი სიტყვა "ემის" დაჯილდოების ცერემონიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მოკლე და "საუკეთესო" სამადლობელი სიტყვა "ემის" დაჯილდოების ცერემონიაზე

ლოს-ანჯელესში, ”ნოკიას” თეატრში, პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო პრემიის, "ემის" დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ცერემონიის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად მსახიობ მერიტ უივერის სამადლობელი სიტყვა შეიძლება ჩაითვალოს. მერიტ უივერს ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის გადასცეს - კომედიურ სერიალში Nurse Jackie. მერიტი საკმაოდ ლაკონიური გამოდგა და თავისი სამადლობელი სიტყვა წამებში ჩაატია: "დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა... უნდა წავიდე, ნახვამდის".