loader

ხელით, ფეხით და საჯდომით ანთებული წითელი ღილაკი - პოლონური Voice-ის ემოციური ჟიური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელით, ფეხით და საჯდომით ანთებული წითელი ღილაკი - პოლონური Voice-ის ემოციური ჟიური

ცოტა ხნის წინ პოლონეთში Voice-ის ახალი, მესამე სეზონის პრემიერა შედგა. ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაში შედიან პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ედიტა გორნიაკი, მუსიკალური პროდიუსერი და მომღერალი მარიშა სადოვსკა, როკ-მომღერალი მარეკ პიკარჩიკი და ჯგუფ Afromental-ის წევრები, ბევრი საინტერესო მომღერალი წარსდგა. მათ შორის იყო ივონა კაჩმარჩიკი, რომელმაც 4 Non Blondes-ის ჰიტი What's Up შეასრულა. ჟიურის წევრებს მისი ნამღერი იმდენად მოეწონათ, რომ ღილაკზე დაჭერის სხვადასხვა ხერხსაც კი მიმართეს, სიმღერის ბოლოსკენ კი სცენაზე ავიდნენ და კონკურსანტთან ერთად სიმღერა გააგრძელეს.