loader

როცა გულს ესმის... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა გულს ესმის...

ყოველ წელს, სექტემბრის ბოლო კვირა სმენადაქვეითებულ ადამიანებს ეძღვნება - ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით, მაგრამ განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული სხვა შეგრძნებები, სამყაროს აღიქვამენ უფრო ღრმად, ვიდრე სხვები... იჭერენ უმცირეს ემოციებს - უყვართ და ესმით გულით, სხეულით...

სამკაულის ჰონგკონგურმა ბრენდმა TSL-მა ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის ემოციური ვიდეორგოლი გადაიღო. ვიდეოში ასახულია პიანისტისა და მისი მეგობარი გოგონას სიყვარულის ამბავი, რომელსაც უბედური შემთხვევა ვერაფერს აკლებს. ავარიის შედეგად ქალი სმენას კარგავს, თუმცა მამაკაცი მიაღწევს, გააგონოს მას მთავარი...

ემოციური სარეკლამო კამპანიით TSL-მა ხაზი გაუსვა კავშირს სიყვარულის მუდმივობასა და ბრენდის ფასეულობებს შორის - ის, რომ მათთვის მთავარია ერთგულება მომხმარებლისადმი...

ასევე იხილეთ:

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ცრემლისმომგვრელი ვიდეო

ეს ვიდეო გულს გაგითბობთ - ემოციური სარეკლამო რგოლი ოჯახზე