loader

ცეკვა ბოსისთვის - სამსახურიდან წასვლის ორიგინალური გზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეკვა ბოსისთვის - სამსახურიდან წასვლის ორიგინალური გზა

გქონიათ სურვილი, სამსახურისთვის თავი დაგენებებინათ? მიბაძეთ მარინა შიფრინს, რომელმაც სამსახურიდან წასვლა ორიგინალური მეთოდით გადაწყვიტა.

25 წლის ამერიკელი ღამის 4:30 საათზე კვლავ ოფისში იმყოფებოდა, როდესაც გადაწყვიტა, ვიდეო გაეკეთებინა, სახელწოდებით "ცეკვა ჩემი ბოსისთვის კანია უესტის სიმღერაზე Gone ("წასული")".

ვიდეოს თან სუბტიტრები ახლავს, სადაც მარინა ხსნის, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი: "2 წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობები, დრო და ენერგია ამ სამუშაოს შევწირე და ჩემს ბოსს მხოლოდ ის აინტერესებდა, რამდენი მნახველი ჰყავდა ამა თუ იმ ვიდეოს. ამიტომაც გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა ვიდეო, რომელშიც მნიშვნელოვანი იქნებოდა არა მნახველების რაოდენობა, არამედ შინაარსი... და ამით მეთქვა ჩემი ბოსისთვის... მე მივდივარ".

მარინამ ვიდეო YouTube-ზე განათავსა და ერთ კვირაში უკვე 245 ათასი ნახვა დააგროვა.