loader

"იმუშავე, ძუკნავ!" - ბრიტნი სპირსის ახალი კლიპის პრემიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმუშავე, ძუკნავ!" - ბრიტნი სპირსის ახალი კლიპის პრემიერა

31 წლის მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ახალი კლიპი გამოუშვა. სიმღერა, რომლის სახელწოდებაა Work Bitch! რეჟისორმა ბენ მორმა გადაიღო. 3 დეკემბერს პოპ-პრინცესას ახალი, რიგით მერვე ალბომი გამოვა, რომელიც ჯერჯერობით უსათაუროა.

ახალი სიმღერის ტექსტი საკმაოდ პროვოკაციული და სკანდალურია: "გინდა "ლამბორგინი"? გინდა ფუფუნებაში ცხოვრება? გინდა მდიდრული ვილა? მაშინ იმუშავე, ძუკნავ!" - მღერის სპირსი.

ბრიტნი სპირსმა ახალი სინგლის პრემიერა თავისი სადებიუტო კლიპის, Baby One More Time-ის გამოსვლის 15 წლის იუბილეს დაამთხვია.