loader

გენიოსი, რომელმაც 15 წლის ასაკში კიბოს დიაგნოსტიკაში რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენიოსი, რომელმაც 15 წლის ასაკში კიბოს დიაგნოსტიკაში რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა

ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ კიბოს დიაგნოსტიკის საქმეში რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა. ჯეკ ანდრაკა ამ საკითხის სერიოზულად შესწავლას მას შემდეგ შეუდგა, რაც მისი ბიძა კიბოსგან გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოზარდმა გადაწყვიტა, კიბოს დიაგნოსტიკის შესაწავლით დაკავებულიყო.

ჯეკმა წერილი 200-მდე მეცნიერს და მკვლევარს გადაუგზავნა. თუმცა, იგი სერიოზულად მხოლოდ ერთმა ადამიანმა აღიქვა. ექიმმა ჯონ ჰოპკინსმა ბიჭს უფლება მისცა, გაკვეთილების შემდეგ მის ლაბორატორიაში ემუშავა.

ამგვარად, 15 წლის ჯეკ ანდრაკამ გამოიგონა ტესტი, რომელიც 168-ჯერ უფრო სწრაფი, 400-ჯერ უფრო ზუსტი და 26 000-ჯერ უფრო იაფია. ჯეკ ანდრაკამ საკუთარი რევოლუციური წვლილისთვის ჯილდოდ 75 000$ მიიღო.