loader

მარვინ გეი ცოცხალია? - მომღერლის ორეულმა ბრაზილიური Voice-ის ჟიური გააოგნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარვინ გეი ცოცხალია? - მომღერლის ორეულმა ბრაზილიური Voice-ის ჟიური გააოგნა

3 ოქტომბერს ბრაზილიაში Voice-ის მეორე სეზონის პრემიერა შედგა. ჟიურის შემადგენლობაში არიან: მომღერალი და გიტარისტი - ლულუ სანტოსი, ოსკარის ნომინანტი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი კარლინოს ბრაუნი, მომღერალი - კლაუდია ლეიტე და მსახიობი და მომღერალი დანიელი.

მწვრთნელები 47 წლის კონკურსანტის საოცარმა შესრულებამ გააოცა. თუმცა დომ პაულინო ლიმა არამარტო არაჩვეულებრივი შესრულების წყალობით გახდა მსმენელის ფავორიტი: კონკურსანტი ძალიან ჰგავს ცნობილ ამერიკელ შემსრულებელს მარვინ გეის. დომ პაულინომ ბრმა კასტინგზე სწორედ მარვინ გეის ცნობილი ჰიტი Let's Get it on შეასრულა და ყველა მწვრთნელი მოაბრუნა.