loader

პატრიარქი კირილი, დაცვის ბიჭი და დასაკეცი ჯვარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი კირილი, დაცვის ბიჭი და დასაკეცი ჯვარი

სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახური იცავს. პატრიარქის დაცვა ფედერალური სამსახურის მოვალეობებში მას შემდეგ შევიდა, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა.

პატრიარქს 10 მანქანისგან შემდგარი ესკორტი ემსახურება, რომლებშიც დაცვის სამსახურის 30-დე თანამშრომელია გადანაწილებული. მათი რიცხვი იზრდება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მოგზაურობს პატრიარქი. მაგალითად, კიევში მისი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი, რუსი და უკრაინელი ბლოგერების ცხარე განხილვის თემად იქცა ესკორტისა და დაცვის მრავალრიცხოვნობის გამო.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ასახულია რუსეთის ეკლესიის მწყემსმთავარი და მისი დაცვის წევრი. ეს უკანასკნელი, მანქანაში ჩაჯდომამდე პატრიარქის მიტრაზე დამაგრებულ ჯვარს კეცავს.