loader

ნელი ვალსი "მთვარეზე" - თაკო ჩორგოლაშვილის "ვარსკვლავური" ცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნელი ვალსი "მთვარეზე" - თაკო ჩორგოლაშვილის "ვარსკვლავური" ცეკვა

24 ოქტომბერს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგ ეპიზოდში, დარჩენილი ათი წყვილიდან უმრავლესობამ ჟიურისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მათ შორის იყო ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი თაკო ჩორგოლაშვილი, რომელმაც მეწყვილე გაგა თოდუასთან და მოწვეულ სტუმართან, შოუს პირველი სეზონის გამარჯვებულ სამორი ბალდესთან ერთად "ნელი ვალსი" შეასრულა.

ჟიურის წევრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თაკოს ჰაეროვანი ცეკვის გამო. ყველაზე კრიტიკულმა წევრმა, ქორეოგრაფმა გოჩა ჩერტკოევმაც კი საუკეთესო შეფასება მისცა გამოსვლას: "ეს სამივე სეზონის ყველაზე ძლიერი ცეკვა იყო. no comment" - აღნიშნა ჩერტკოევმა.

ჟიურის ხუთივე წევრმა ჩორგოლაშვილს და მის მეწყვილეს 10-10 ქულა დაუწერა.

იხილეთ: თაკო ჩორგოლაშვილის ცეცხლოვანი "ჩა-ჩა-ჩა" "ცეკვავენ ვარსკვლავებში"