loader

"ის მომღერალი არაა, ის ანგელოზია" - რამ აატირა რუსული Voice-ის ჟიური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის მომღერალი არაა, ის ანგელოზია" - რამ აატირა რუსული Voice-ის ჟიური

25 ოქტომბერს რუსული Voice-ის რინგზე მწვრთნელმა ალექსანდრ გრადსკიმ ერთმანეთს 25 წლის სერგეი ვოლჩკოვი და 24 წლის პატრიცია კურგანოვა დაუპირისპირა.

უსინათლო გოგონას და მისი კონკურენტის მიერ დუეტში შესრულებული სიმღერა Мелодия საკმაოდ ემოციური გამოდგა. ცრემლები ვერც ჟიურის წევრებმა შეიკავეს და ვერც კონკურსანტმა სერგეი ვოლჩკოვმა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გრადსკიმ კონკურსში სერგეი დატოვა, პატრიცია კი მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს დარბაზიდან.

"ის კონკურსგარეშეა, სადღაც ზემოდან არის... ის ხომ მომღერალი არაა, ის ანგელოზია და განა ანგელოზებს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა?" - აღნიშნა გრადსკიმ აგუტინთან საუბრისას.