loader

ყუთები მურაბით და ტყემლით - რუსულ შოუში მიხეილ სააკაშვილს დასცინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყუთები მურაბით და ტყემლით - რუსულ შოუში მიხეილ სააკაშვილს დასცინეს

რუსეთში ახალი იუმორისტული გადაცემა Успеть до полуночи დაიწყო, რომლის წამყვანები ალექსეი ჩუმაკოვი და ტიმურ როდრიგესი არიან. გადაცემა იუმორისტულ ვიქტორინას წარმოადგენს, სადაც წამყვანები სვამენ კითხვებს კვირის მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით და სტუდიაში მისული სტუმრები შეძლებისდაგვარად სასაცილოდ პასუხობენ შეკითხვებს.

გადაცემაში, რომელიც 2 ნოემბერს გავიდა ეთერში, წამყვანებმა მიხეილ სააკაშვილზე დასვეს კითხვა. მათ შოუს მონაწილეებს ფოტო წარუდგინეს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ყუთით ხელში არის აღბეჭდილი. კითხვაზე, რა გადააქვს მიშას ყუთით - მონაწილეებს სასაცილო ვერსიები გაუჩნდათ, თუმცა ზუსტი პასუხის გამოცნობა მომღერალმა მიტია ფომინმა შეძლო.


ასევე იხილეთ:

მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დიღმის რეზიდენციიდან ნივთები გაიტანა

საჭმელების და ხმლების მყლაპავი სააკ იბანაშვილი - პრეზიდენტი რუსულ ტელეპაროდიაში