loader

კონსტანტინ მელაძემ ახალი რუსული სერიალისთვის მუსიკა დაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონსტანტინ მელაძემ ახალი რუსული სერიალისთვის მუსიკა დაწერა

2 დეკემბერს ტელეკომპანია ОРТ-ზე რეჟისორ ვალერი ტოდოროვსკის მრავალსერიანი ფილმის, Оттепель-ის პრემიერა შედგა. ახალი სერიალის მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძეა. ფილმში მთავარ როლებს მიხაილ ეფრემოვი, ალექსანდრ იაცენკო, ვლადიმირ მენშოვი, ანა ჩიპოვსკაია ასრულებენ.

1961 წელი, კინოსტუდია "მოსფილმი" - ვიქტორ ხრუსტალოვი ახალგაზრდა, ნიჭიერი ოპერატორია. ერთხელაც ის მეგობარ-სცენარისტ კოსტიასთან ერთად მისი ბინაში ძალიან დათვრება. მოულოდნელად, კოსტია ფანჯრიდან გადავარდება და კვდება. მისი სიკვდილის შემდეგ ვიქტორი სცენარს აღმოაჩენს, რომელიც თავის დროზე დამტკიცებული არ იყო. იგი გადაწყვეტს, სცენარის მიხედვით ფილმი გადაიღოს...