loader

ჩრდილების გერმანული თეატრის ფანტასტიკური შოუ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილების გერმანული თეატრის ფანტასტიკური შოუ

ჰოლივუდის გმირების, ანტიკური ფილოსოფოსების, ცხოველების და სხვ: ჩრდილებით გადმოცემული კაცობრიობის ისტორია - ცეკვის გერმანული თეატრი "ჰელიანთუსი" მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და მაყურებელს "ფანტასტიკური ჩრდილების" შოუთი აოცებს.

შოუ აკრობატიკის, მუსიკისა და ვიდეოპროექციის სინთეზია, მისი თემა კი კაცობრიობის განვითარების ისტორიაა - დასაბამიდან დღემდე. მსახიობები შირმის მიღმა ისე მუშაობენ, რომ მაყურებლის თვალწინ რამდენიმე წამში იცვლება დღისა და ღამის, შემოდგომისა და ზამთრის სურათები, ცოცხლდებიან მეკობრეების, ცხენების, გიგანტური მანქანებისა და ქანდაკებების სახეები. ამჟამად დასი ახალი გასტროლებისთვის გადის რეპეტიციებს.