loader

ჩრდილოეთის ირემი, რომელიც მაგიდასთან ჭამს და ტელევიზორს უყურებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილოეთის ირემი, რომელიც მაგიდასთან ჭამს და ტელევიზორს უყურებს

ვიდეოს გმირ ჩრდილოეთის ირემს უყვარს ტელევიზორის ყურება და მაგიდასთან ჭამს. მისი ეს ქცევა სულაც არ არის გაწვრთნის შედეგი. ლაპლანდიაში პატარა სოფლის მცხოვრებ ქალბატონს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მას სახლში მსოფლიოში ერთადერთი შინაური ირემი ჰყავს.

ისე მოხდა, რომ პატარა ცხოველი დედის გარეშე დარჩა და ის ადამიანებმა შეიფარეს. მას შემდეგ აატუს (ასე დაარქვეს ირემს) ადამიანების გარემოცვაში უყვარს ყოფნა.

"ჩვეულებრივ ჩრდილოეთის ირმები ცდილობენ ადამიანებისგან შორს დაიჭირონ თავი. მათ არ უყვართ ხმაური და არც ის, როცა ეფერებიან, მაგრამ ეს ირემი განსაკუთრებულია. მგონი, იგი თვლის, რომ შინაური ძაღლია", - აცხადებს ირმის პატრონი პია ტუუკკანენი.