loader

ქართველების დაბრუნება КВН-ში - "ქართული იუმორის გარეშე რუსეთი არც ისე მხიარულია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველების დაბრუნება КВН-ში - "ქართული იუმორის გარეშე რუსეთი არც ისე მხიარულია"

ივლისში, იურმალაში "ახალი ტალღის" კონკურსის პარალელურად, მუსიკალური ფესტივალი Голосящий КиВиН-ი გაიმართა, რომელშიც КВН-ის საუკეთესო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ქართველებიც გამოჩნდნენ, რომელთაც დამსწრე საზოგადოება და ჟიური თბილად შეხვდა. დარბაზში, სავარაუდოდ, ქართული გუნდის მხარდასაჭერად მისულ გულშემატკივრებს ხელში უზარმაზარი ბანერი ეჭირათ, წარწერით: "ქართული იუმორის გარეშე რუსეთში არც ისე მხიარულებაა".

ზაფხულში გამართული Голосящий КиВиН-ის ტელეპრემიერა რუსეთის "პირველ არხზე" 2 იანვარს შედგა.