loader

კონკურსანტების არჩევანით გახარებული ადამ ლავინი იატაკზე გაწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონკურსანტების არჩევანით გახარებული ადამ ლავინი იატაკზე გაწვა

24 თებერვალს ამერიკული Voice-ის ახალი სეზონის პრემიერა შედგა. ბრმა კასტინგზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სეზონის პირველმა დუეტმა. "დანი და ჰაქსი" - ასე უწოდებენ მირანდა დანი და ქრის ჰაქსი თავიანთ დუეტს. წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს გაიცნო და დუეტი შექმნა, შემდეგ კი მათი პროფესიული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მირანდამ და ქრისმა Voice-ის შესარჩევ ტურზე "ბითლზის" I've Just Seen a Face იმღერეს და ორი მწვრთნელის - შაკირას და ადამ ლავინის შემობრუნება მოახერხეს. დუეტმა არჩევანი ადამზე შეაჩერა, რამაც ისე გაახარა Maroon 5-ის სოლისტი, რომ იატაკზე გაწვა.

ასევე იხილეთ:

ადამ ლავინს 54 წლის კონკურსანტი წელზე შემოაჯდა

კონკურსანტის გამო Voice-ს ჟიურის წევრები სკამებზე ავიდნენ