loader

ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე - "ოსკარის" საუკეთესო კაბები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე - "ოსკარის" საუკეთესო კაბები

2 მარტს ლოს ანჯელესში, Dolby Theatre-ში, კინოსამყაროს წლის მთავარი მოვლენა - "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა ალფონსო კუარონის ფილმი "გრავიტაცია", რომელმაც 12 ნომინაციიდან 7 მოიპოვა.

საუკეთესო ფილმი - "მონობის 12 წელი"; ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო კეიტ ბლანშეტს გადაეცა ფილმ Blue Jasmine-ში შესრულებული როლისთვის; მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მეთიუ მაკონაჰს გადაეცა "ოსკარი" ფილმისთვის "დალასის მყიდველთა კლუბი"; მეორეხარისხოვანი როლებისთვის "ოსკარი" გადაეცათ ჯარედ ლეტოს ("დალასის მყიდველთა კლუბი") და ლუპიტა ნიონგოს ("მონობის 12 წელი").

რაც შეეხება წითელ ხალიჩას, უმშვენიერესმა ანჯელინა ჯოლიმ წელს ელი სააბის ნაცრისფერ-ვერცხლისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი, ოსკაროსანმა კეიტ ბლანშეტმა წითელ ხალიჩაზე არმანის ხორცისფერი კაბა მოირგო, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ალექსანდ მაქქვინის ლურჯი ფერის კაბაში "ოსკარზე" ნომინირებული სანდრა ბულოკი, პენელოპა კრუსი კი ჟანბატისტა ვალის ვარდისფერი კაბით წარსდგა დაჯილდოებაზე.

ასევე იხილეთ:

ჯენიფერ ლოურენსი წითელ ხალიჩაზე დაეცა... უკვე მეორედ

"ოსკარის" ვარსკვლავური "სელფშუტი", რომელმაც რეკორდი მოხსნა

სოლიდარობა უკრაინას "ოსკარის" დაჯილდოებაზე - ოსკაროსანი ჯარედ ლეტოს სიტყვა