loader

"სამოთხე ნამდვილად არსებობს" - რეალურ ამბავზე დაფუძნებული ემოციური დრამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამოთხე ნამდვილად არსებობს" - რეალურ ამბავზე დაფუძნებული ემოციური დრამა

ტოდ ბურპომ, ნებრასკაში მცხოვრებმა პასტორმა თავისი ოთხი წლის შვილის თავგადასავალი დაწერა. პატარა ბიჭს, კოლტონს 2003 წელს მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამ ამბის შემდეგ ბიჭუნამ მშობლებს უამბო, რომ ოპერაციის დროს ცოტა ხნით სხეული დატოვა და სამოთხეში იმოგზაურა... ოჯახი თავდაპირველად ბიჭს არ უჯერებდა, თუმცა მაშინ, როცა პატარამ ზუსტად აღწერა წლების წინ გარდაცვლილი ბაბუა და მშობლებს მისი გარდაცვლილი დის შესახებ უამბო, ყველაფერი შეიცვალა...

წიგნი, სახელწოდებით Heaven Is for Real ("სამოთხე ნამდვილად არსებობს") გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა. 2014 წლის აპრილში წიგნის მიხედვით ფილმი გამოვა, რომლის რეჟისორი რანდალ უოლასია. ემოციურ დრამაში მთავარ როლებს ასრულებენ გრეკ კინერი, კელი რაილი, კონორ კორუმი, მარგო მარტინდეილი, ტომას ჰეიდენ ჩარჩი.