loader

ბოკვერები მამა ლომს პირველად შეხვდნენ - "ოჯახური" ვიდეო თბილისის ზოოპარკიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოკვერები მამა ლომს პირველად შეხვდნენ - "ოჯახური" ვიდეო თბილისის ზოოპარკიდან

თბილისის ზოოპარკმა "ფეისბუქის" გვერდზე გულისამაჩუყებელი, "ოჯახური" ვიდეო განათავსა შემდეგი მინაწერით: "რამდენიმე ხნის წინ ზოოპარკში ლომების ოჯახი გავაერთიანეთ: ნალა და ბოკვერები, რომლებიც დედასთან ერთად ცალკე ვოლიერში იზრდებოდნენ, სიმბასთან შევასახლეთ. კარის გახსნიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა ბოკვერმა გაბედა მამასთან გასვლა... პატარა მაშინვე დაუწვა ფეხებთან და თამაში დაუწყო. მალევე გამოვიდნენ დედა და ორი ბოკვერიც და სიმბას ირგვლივ დაიწყეს ტრიალი. მამა ლომი დაბნეული ჩანდა. ოჯახის შეერთების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა დედამ. ნალა ბოლომდე მამასა და შვილებს შორის იდგა და დაძაბულობას ანეიტრალებდა. ახლა ნალა და სიმბა ნაშიერებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ და სულ მალე ახალ, დიდ ვოლიერშიც გადაბარგდებიან".