loader

ვეტერინარმა ახალდაბადებული იაგუარი ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვეტერინარმა ახალდაბადებული იაგუარი ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა

ახალდაბადებული იაგუარი, სახელად ალი, ვეტერინარმა ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა. შემთხვევა ესპანეთში, მადრიდის ვეტერინარულ კლინიკაში მოხდა. ალის დედა, ქსენა კლინიკაში გადაიყვანეს, რათა მისთვის საკეისრო ოპერაცია ჩაეტარებინათ. ოპერაცია ქსენამ წარმატებით გადაიტანა, თუმცა პატარა იაგუარს სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა. როდესაც ვეტერინარმა პატრისიამ შეამჩნია, რომ ალი არ სუნთქავდა, გადაწყვიტა, მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა. მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახალდაბადებული იაგუარი გადარჩა.