loader

ცნობილი "ადამიანი-ობობა" პარიზში 152-მეტრიან კოშკზე აცოცდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი "ადამიანი-ობობა" პარიზში 152-მეტრიან კოშკზე აცოცდა

ცნობილმა ფრანგმა მეკლდეურმა ალენ რობერმა, რომელიც ცნობილია, როგორც ”ადამიანი-ობობა”, მორიგი ცათამბჯენი დაიპყრო.

ამჯერად იგი პარიზის დასავლეთში, 152-მეტრიან კოშკ Ariane Tower-ზე აძვრა. მის ცოცვას, რომელიც დაზღვევის გარეშე განახორციელა, ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

მეკლდეურს მთელ მსოფლიოში 70-ზე მეტი ცათამბჯენი აქვს დაპყრობილი, მათ შორის - ეიფელის კოშკი, მანჰეტენის ემპაირ-სტეიტ-ბილდინგი და ასევე, დედამიწის ყველაზე მაღალი შენობა - დუბაის ბურჯ ხალიფა. ამასთან, 52 წლის რობერი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.