loader

ძაღლმა პატრონს სიმსივნე აღმოუჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლმა პატრონს სიმსივნე აღმოუჩინა

ძაღლებმა იციან ჩვენი სხეულის ენა. ისინი ხვდებიან, როდის გვიხარია, როდის ვართ მოწყენილი და ა.შ. ტელეკომპანია "ბიბისიმ" რეპორტაჟი მოამზად ძაღლ მაქსზე, რომელმაც საკუთარი პატრონი, ფაქტობრივად, კიბოსგან იხსნა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მაქსს ხასიათში ცვლილებები დაიწყო და დეპრესიული გახდა. მეირინი თვლიდა, რომ მის ოთხფეხა მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, სინამდვილეში საფრთხე მის ჯანმრთელობას ემუქრებოდა.

მეირინს მკერდში სიმსივნური კვანძი ჰქონდა, რომლის აღმოჩენასაც ექიმები ვერ ახერხებდნენ. ძაღლის უჩვეულო ქცევის გამო მეირინმა გამოკვლევა ჩაიტარა და გათავისუფლდა სიმსივნისგან. ამის შემდეგ მაქსს ისევ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი და დეპრესიამაც გაუარა.