loader

სიმღერა აიპადებით - საბავშვო მუსიკალური ფესტივალის საინტერესო პროექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმღერა აიპადებით - საბავშვო მუსიკალური ფესტივალის საინტერესო პროექტი

სააგენტო Red Pepper-მა საბავშვო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისთვის - "დედამიწა- ჩვენი საერთო სახლია" - საინტერესო ვიდეორგოლი შექმნა, რომლითაც ღონისძიების ღირებულებები და ხასიათი გადმოსცა.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მუსიკას საზღვრები არ აქვს - სწორედ ამ აზრის გადმოცემას შეეცადნენ ავტორები საკუთარი სარეკლამო ვიდეოთი.

"ტრადიციულად, ფესტივალი ღონისძიების ყველა მონაწილის მიერ შესრულებული ჰიმნით სრულდება, მაგრამ ამჯერად ყველა მონაწილემ ჰიმნი წინასწარ შეასრულა", - ყვებიან რეკლამის შემქმნელები.

ფესტივალი 19-23 აპრილს გაიმართება. იგი ურალში 1982 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს ფესტივალში მონაწილეობას 15 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენელი იღებს.