loader

"ამიყვან ცაში, როდესაც ვიქნები მიწის ქვეშ..." - ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამიყვან ცაში, როდესაც ვიქნები მიწის ქვეშ..." - ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი

"ძალიან მომენატრებით, ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო... მუდამ თქვენი ბერა" - ამ მინაწერით ავრცელებს რეპერი ბერა ივანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალ სიმღერას და კლიპს "ცაში".

სიმღერის ტექსტი რეპერისთვის დამახასიათებელი, ავტობიოგრაფიულია, მისი ბევრი გულშემატკივრისთვის კი მასში ახალი ისტორიაცაა მოთხრობილი. მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი სიმღერის ერთ მონაკვეთში უცნობ გოგონაზე მღერის: "ვინც დღეს მომწონს, ალბათ, სხვისი გახდება... ამ ლამაზმა გოგომ არც იცის, რომ მას ჩემს გულში ადგილი აქვს, თუმცა არც ვაპირებ თქმას..."

კლიპში რეპერის ოჯახის წევრები ჩანან. ასევე, გამოყენებულია კადრები 25 ოქტომბერს "ვარდების მოედანზე" გამართული კონცერტიდან, რომელიც მომღერლის ჯერჯერობით ბოლო შოუა საქართველოში. ამჟამად ბერა ივანიშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც კარიერის გაგრძელებას აპირებს.

ასევე იხილეთ:

"ბერა - ვაჟკაცების საყვარელი რეპერი" - ახალი კლიპი "სამუდამოდ"

ივანიშვილის რეჩიტატივი და აცეკვებული მარგველაშვილი ბერას კონცერტზე

Bera’s new music video – ‘In the Sky’ - Watch video on georgianews.ge