loader

გოძილამ Fiat-ი გასინჯა - იტალიური ავტობრენდის რეკლამა კინომონსტრის მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოძილამ Fiat-ი გასინჯა - იტალიური ავტობრენდის რეკლამა კინომონსტრის მონაწილეობით

ლეგენდარული კინომონსტრი გოძილა ავტომობილ Fiat 500L-ის რეკლამაში გადაიღეს. ურჩხულს, რომელმაც ქალაქი დაიპყრო, რაღაც იტალიურის გასინჯვა მოუნდა. მას თვალში მოხვდა მოსახერხებელი და მკვეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც მაშინვე პირში ჩაიგდო.

მაგრამ გოძილამ Fiat 500L-ის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასა და ავტომობილი ყელში გაეჩხირა. ურჩხულს მისი გადმოფურთხება მოუწია. რეკლამაში ვიზუალური ეფექტები კანადურმა Moving Picture Company-მ უზრუნველყო, რომელიც ფილმ "გოძილაზე" მუშაობდა. ფილმი კინოეკრანებზე 16 მაისს გამოვა.

ვიდეორგოლი სარეკლამო სააგენტო The Richards Group-მა შექმნა.