loader

თბილისის ზოოპარკში კვლავ მატებაა - თეთრი ლომი კლეოპატრა 3 ჯანმრთელი პატარას დედა გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკში კვლავ მატებაა - თეთრი ლომი კლეოპატრა 3 ჯანმრთელი პატარას დედა გახდა

თბილისის ზოოპარკი ახალშობილი თეთრი ბოკვერების ვიდეოს ავრცელებს: "ჩვენი ულამაზესი თეთრი ლომი კლეოპატრა 3 ჯანმრთელი პატარას დედა გახდა. წინა მშობიარობისგან განსხვავებით, ამჯერად სამივე ბოკვერს თავს ევლება, კარგად უვლის და აჭმევს. დიდხანს ვერ მივუდექით ფოტოებისა და ვიდეოს გადასაღებად, ძალიან ღელავდა, ბრდღვინავდა და ნერვიულობდა, ახლოს არ გვაკარებდა იმ სარკმელს, საიდანაც ვიღებთ ხოლმე. ამიტომ დრო ვიხელთეთ და როცა საჭმელად იყო გასული, პატარები მაშინ დავაფიქსირეთ".