loader

ქაფქაფა ყავა და ნახევრადშიშველი გამყიდველები: პიკანტური სარეკლამო ხრიკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაფქაფა ყავა და ნახევრადშიშველი გამყიდველები: პიკანტური სარეკლამო ხრიკი

"სქანთაილ-ქლედ ქოფი" ყავის მაღაზიების კომპანიაა, რომელსაც "სტარბაქსის" მსგავსად შეერთებულ შტატებში მზა ყავის გასაყიდი ბევრი პუნქტი აქვს. თუმცა პოპულარობით და გაყიდვებით, რა თქმა უნდა, მაინც ჩამორჩება საქვეყნოდ განთქმულ "სტარბაქსს". ამიტომ კომპანიის კრეატიულმა მენეჯერებმა უცნაური სარეკლამო ხრიკი მოიფიქრეს: დახლთან ნახევრადშიშველი ლამაზმანები დააყენეს, რომლებსაც ბიკინისა და ბიუსჰალტერის გარდა არაფერი აცვიათ.

მარკეტინგულმა სვლამ გაამართლა - გაყიდვები გაიზარდა. გასაკვირი ალბათ არც მყიდველების სტატისტიკა იქნება: მათი უმრავლესობა მამაკაცია, 18-დან 56-წლამდე ასაკის. მაგრამ მონეტას ორი მხარე აქვს. ვაშინგტონში, სადაც კომპანიამ პირველი ნახევრადშიშველი გამყიდველები დააყენა დახლთან, მათ წამოწყებას ბლომად მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ, კერძოდ დიასახლისები. ისინი უკვე აგროვებენ ხელმოწერებს, რომ კომპანია აიძულონ უარი თქვას მომსახურების პიკანტურ ფორმაზე.