loader

Van Gils-ის კოსტიუმში გამოწყობილი ზოოლოგი სამ ლომთან ერთად ფეხბურთს თამაშობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Van Gils-ის კოსტიუმში გამოწყობილი ზოოლოგი სამ ლომთან ერთად ფეხბურთს თამაშობს

მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელმა Van Gils-მა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სარეკლამო კამპანია დაიწყო. ჰოლანდიურმა ბრენდმა ახალი კოლექციის -  KNVB-ის რეკლამირებისთვის ცნობილ ზოოლოგ კევინ რიჩარდსონს მიმართა.

ზოოლოგი მრავალი წელია კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებთან მუშაობს და გარეულ ცხოველებთან ურთიერთობით ცნობილია. მრავალი წიგნისა და დოკუმენტური ფილმის ავტორი - რიჩარდსონი ბრენდ Van Gils-ის სახე გახდა. შედეგად კომპანია რიჩარდსონის პარკს კოლექციიდან გაყიდული თითოეული კოსტიუმიდან 50 ევროს მისცემს. წარმოდგენილ რეკლამაში რიჩარდსონი Van Gils-ის კოსტიუმით სამ ლომთან ერთად ფეხბურთს თამაშობს.