loader

"გადავიდეთ საქმეზე: მიშა, გაიხადე" - გაშიშვლებული მამულიჩა და გაგიჟებული თეონა კონტრიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავიდეთ საქმეზე: მიშა, გაიხადე" - გაშიშვლებული მამულიჩა და გაგიჟებული თეონა კონტრიძე

19 მაისს ტელეკომპანია "იმედზე", "ორი ვარსკვლავის" მორიგ ეპიზოდში, დარჩენილმა ოთხმა წყვილმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა. წყალბურთელი მიშა ბაღათურიას და მომღერალი სოფო გელოვანის გამოსვლის შემდეგ ჟიურის მოწვეულმა წევრმა მამულიჩამ დარბაზი გაამხიარულა. მან მიშას შესთავაზა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუწერდა წყვილს ქულას, თუ წყალბურთელი წელზემოთ გაიხდიდა.

მიშა ბაღათურიამ გახდაზე უარი თქვა. მეგობრის დასახმარებლად, წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა გაიხადეს, რომლებიც დარბაზიდან გულშემატკივრობდნენ კონკურსანტს. სპორტსმენებს მამულიჩაც შეუერთდა, გაშიშვლდა და ზურგზე დაწერილი 10 ქულით დაუწერა შეფასება წყვილს. მიშა ბაღათურიას და სოფო გელოვანის წყვილს ამ მხიარულებამ ვერ უშველა - ისინი ფოლკ-ტურიდან გამოეთიშნენ მეგა-შოუს.