loader

Google თვითმავალი ავტომობილების წარმოებას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Google თვითმავალი ავტომობილების წარმოებას იწყებს

კომპანია Google-ი უახლოეს მომავალში ავტომობილების წამოებას დაიწყებს, რომლებიც მოძრაობას ადამიანის ჩარევის გარეშე შეძლებენ.

Google-ის თვითმავალ ავტომობილებს არ ექნება საჭე, სატერფული და მუხრუჭი, რადგან მართვაზე პასუხისმგებელი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა. ავტორების ჩანაფიქრით, თვითმავალი სატრანსპორტო საშუალების ასამოქმედებლად ადამიანს თითის დაჭერა მხლოდ ერთ ღილაკზე დასჭირდება.

Google-ის ავტომობილი ორ მგზავრზეა გათვლილი. მოძრაობისას ავტომობილი ლაზერულ სენსორებს, კამერებსა და რადარებს დაეყრდნობა.

ზაფხულის ბოლოს Google საკუთარი თვითმავალი ავტომობილის დაახლოებით ასი პროტოტიპის გამოშვებას გეგმავს. თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კალიფორნიაში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების წარმოების საპილოტო პროექტს გაუშვებს.