loader

სექს-ფაქტორი: რეალითი-შოუ პორნოვარსკვლავების აღმოსაჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექს-ფაქტორი: რეალითი-შოუ პორნოვარსკვლავების აღმოსაჩენად

The Sex Factor - ამერიკის პირველი პორნორეალითი-შოუ, რომელიც ყოველწლიური პრემიის, AVN Awards-ის (პორნო "ოსკარი") ფარგლებში იწყება. შოუ The Sex Factor-ის YouTube-ზე ატვირთულ თრეილერს ერთ კვირაში 2 მილიონი ნახვა დაუგროვდა. კონკურსის პირობები ასეთია: შოუში რვა მამაკაცი და რვა გოგონა მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც დღემდე კავშირი არ ჰქონიათ პორნოინდუსტრიასთან.

ჟიურის წევრებს შორის არიან სკანდალებით ცნობილი პორნოვარსკვლავი ლექსი ბელი და კეირან ლი, რომელმაც საკუთარი სასქესო ორგანო მილიონ დოლარად დააზღვია. ჟიურის წევრები კონკურსანტებს პორნოინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებიან.

გამარჯვებულს Twitter-ში მაყურებლის ხმის მიცემით გამოავლენენ. 2015 წლის 24 იანვარს პრემია AVN Awards-ზე მას მთავარ პრიზს - ერთ მილიონ დოლარს გადასცემენ. კასტინგში მონაწილეობას, რომელიც სან-ფრანცისკოში დაიწყება, ავსტრალიის, აშშ-ის, ბრაზილიისა და მალაიზიის მცხოვრებლები მიიღებენ.