loader

"ოქროს" სენდვიჩი 160 დოლარად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოქროს" სენდვიჩი 160 დოლარად

ნიუ-იორკში 160 დოლარად ყიდიან სენდვიჩს, რომელიც ფუნთუშით, ლობსტერით, შავი ხიზილალით, კარტოფილის ჩიფსებით და საკვებად ვარგისი ოქროთია დამზადებული. კერძი მანჰეტენის თევზის რესტორან BLT Fish-ის შეფ-მზარეულმა ლიუკ ვენნერმა შექმნა.

შეფ-მზარეულის თქმით, სენდვიჩის შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ "ფასტფუდის" კონცეფცია დახვეწილ სამზარეულოსთან გაეერთიანებინა. ამასთან, კერძი მენიუში არ შედის. "ოქროს" სენდვიჩის შესახებ ინფორმაცია სიტყვიერად ვრცელდება და რაც უნდა გასაკვირი იყოს, მას უკვეთავენ კიდეც.